კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის

0
323

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სპიკერის თანამდებობა. ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა გუნდთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, მე შორს არსად არ მივდივარ ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად თუმცა რა თქმა უნდა დეტალებზე არ ვისაუბრებთ მომავალ წელს ჩვენ გავიგებთ უფრო მეტ დეტალს პროექტზე, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა ეს უკვე დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ”, – განაცხადა კუჭავამ.

,,პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენი გუნდის სახელით მას მადლობას ვუხდი ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. მისი გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

უკვე ცნობილია,  რომ კუჭავას  ადგილზე მმართველი გუნდი  შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს. 

პაპუაშვილის თქმით, საჭიროა, რომ 2024 წლამდე მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან.

„პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა კახა კუჭავას. მან მართლა რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და შეძლო პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა. ასევე დიდი მადლობა მას პირადად იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც ის თავმჯდომარე გახდა, მაშინაც განსაკუთრებით ვგრძნობდი როგორც პარლამენტის წევრი და როგორც მეგობარი. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, დიდი მადლობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და პარტიის გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს.

საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ჩვენი საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. საჭიროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რომელიც პარლამენტს დარჩა 2024 წლამდე, მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და სწორედ ეს ამოცანები ექნება პარლამენტს გადასაწყვეტი. გარდა ამისა, იმ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც რეგიონში ასრულებს, პარლამენტს აქვს აქაც დიდი როლი. ეს რთულია, შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ჩართვა ამ პროცესებში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

,,პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენი გუნდის სახელით მას მადლობას ვუხდი ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. მისი გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

წინა სტატია,,მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს” – აცხადებენ უკრაინელი ადვოკატები
შემდეგი სტატიაქალაქის იერსახის დამახინჯების საქმეზე სასამართლომ ანა წითლიძე გაამართლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური