ვინ და რა დგას სოხუმში მომხდარი არეულობების უკან

0
581

სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ადგილობრივი ოპოზიციის მიერ გამართული „არასანქცირებული მიტინგისას“ მასობრივი არეულობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის და ქონების განადგურების ფაქტებზე. ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულის ჩადენასთან კავშირის მქონე პირების დასადგენად.

21 დეკემბერს, სოხუმის ცენტრში გაიმართა ადგილობრივი ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილი “აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელიც აფხაზური სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შეჭრასაც ცდილობდნენ. 

ოპოზიცია ასლან ბჟანიას და მის ხელისუფლებას ადანაშაულებს „საკონსტიტუციო მოვალეობების უხეშ დარღვევაში“,  ყველა სფეროში მწვავე კრიზისის შექმნაში, კორუფციასა და განუკითხაობაში და პარლამენტისგან ითხოვს მისი  იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედებას, ოპოზიციის ლიდერთა შორის არიან დეპუტატები,პარლამენტი ფაქტობრივად გახლეჩილია და იმპიჩმენტი სავსებით რეალურია. სწორედ ამიტომ  პარლამენტის მეორე ნახევარი – ბჟანიას მხარდამჭერი დეპუტატები კატეგორიულად  ეწინააღმდეგებიან ამას.  20 დეკემბერს სოხუმში გაიმართა ოპოზიციის ლიდერების და ბჟანიას შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ,რამაც კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია, რადაგან ბჟანიამ 21 – ში დაგეგმილი შეხვედრაზე ხელის აღება მოსთხოვა ხალხს ისე,  რომ არაფერი დათმო   და, უფრო მეტიც, მუქარის ტონით  გააფრთხილა  მოქალაქეები, რომ არ დაუშვებს ხალხმრავალ შეკრებას და კანონის დარღვევას 

ამრიგად, ოპოზიცია 21 დეკემბერს პარლამენტთან შეიკრიბა და განაცხადა, რომ არ დაიშლება მანამ, სანამ არ მიაღწევს მაქსიმუმ  ბჟანიას იმპიჩმენტს და, უკიდურეს შემთხვევაში, მისი  მოვალეობებსა და უფლებების შეზღუდვას . მათ  ასევე  მოითხოვეს გაუქმდეს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო მთავრობის წევრები პარლამენტმა დაამტკიცოს.

რესპუბლიკის პრეზიდენტის ისევ არ გამოვიდა ხალხთან და  გაავრცელა მიმართვა, რომელშიც  ნათქვამია, რომ პანდემიის  გავრცელებით გამოწვეული სირთულეების ფონზე, მისმა ხელისუფლებამ მაინც შეძლო გარკვეული შედეგების მიღწევა , რომ  რუსი მოკავშირეების დახმარებით გრძელდება მუშაობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მოუგვარებელი პრობლემების დაძლევა კი შეუძლებელია „სუსტი ეკონომიკის არასტაბილურ სახელმწიფოში, რომელსაც საშიში სიხშირით არყევს პოლიტიკური კრიზისები“.

ეს შეკრებილებს სასაცილოდ არ ეყოთ დაპარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. მათ დალეწეს იქაურობა, მაგრამ წინ გადაეღობათ პოლიცია და სასტიკად გაუსწორდა. დაკავებულია რამდენმე კაცი, ზოგი იქვე, ზოგი უკვე სახლში დაბრუნების შემდეგ. როგორ განვითარდება მოვლენები, არაპროგნოზირებადია,  მით უფრო, რომ მღელვარების ს მიზეზები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ის რაც ზედაპირზე ჩანს და მთავრობის ძალისხმევა მიმართუულია იქითკენ, რომ ანტირუსული განწყობები  შიდაპოლიტიკური ბრძოლებით გადაფაროს.   

მეტნაკლებად შეფარული უკმაყოფილება რუსეთის მიმართ აფხაზური ადმინისტრაციის მონური  მორჩილებით,   ბჟანიას ქვშემვრდომული მზაობით და განცხადებით, რომ  აუცილებელია ..სუვერენიტეტის” რუსეთისთვის გადანაწილება, რაც სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის დამოუკიდებლობის დათმობა,   ახლა უკვე ღია და შეურიგებელ  პროტესტში გადაიზარდა

ყველაფერი კი დაიწყო ინცინდენტითრომელიც  30 სექტემბრის შუაღამისას,  სანაპიროზე მდებარე რესტორანში, სადაც ომის ვეტერანები   გამარჯვების დღეს აღნიშვნავდნენ, .- ვეტერანებთან ერთად მოქეიფე დეპუტატმა გარი კოკაიამ გადაწყვიტა ზალპით აღენიშნა ომში გამარჯვება და სუფრასთან მყოფ ვეტერანთა სასიხარულოდ  ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე  გაისროლა ჰაერში. ადგილზე მსულმა    პოლიციელებმა სასტიკად სცემეს ისიც და ყველა სხვა ვეტერანიც,   მათ შორის ომის ინვალიდებიც. 

ომის ვეტერანებისა და ინვალიდების ცემამ საზოგადოება აღაშფოთა, 4 ოქტომბერს სოხუმს მღელვარების მძლავრმა  ტალღამ გადაუარა , სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წინ შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ვეტერანების ცემის ფაქტი გააპროტესტა: „არანაირი ბრალდება მათთვის არ წაუყენებიათ, არც პოლიციის განყოფილებაში გადაუყვანიათ და არც დაკავების ოქმი შეუდგენიათ. უბრალოდ მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანებები და დატოვეს ქუჩაშიმ  დასახიჩრებულია 7 ადამიანი, ერთ მათგანს ცხვირი აქვს გატეხილი, ვიღაცას ტვინის შერყევა აქვს, სახე კი სხვადასხვა ადგილას აქვთ გაკერილი.  ვეტერანები, რომლებიც იქ იყვნენ, შეშფოთებულნი არიან მორალური ანგარიშსწორებით, მათთვის ეს პირველ რიგში მორალური განადგურება იყო. – აცხადებდნენ შეკრებილები,  ისინი გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ  ინციდენტის  ნამდვილი მიზეზი უწყინარი, სადღეასწაულო გასროლა კი არა,  ჰარი კოკაიას პოლიტიკური შეხედულებები, რომლებიც ხშირად არ ემთხვევა ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას.  

მომიტინგეებმა  პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასთან  შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ მან ვერ გაბედა თუ არ იკადრა მათთან გამოსვლა,  რამაც კიდევ უფრო აღაშფოთა შეკრებილები. პრეზიდენტი დაკმაყოფილდა იმთ, რომ  თანამდებობიდან გადაადგა შსს   მინისტრი, 37 წლის დმიტრი დბარი, რომელიც, თვითმხილველების თქმით, პირადად მონაწილეობდა 30 სექტემბრის ინციდენტში.

ვეტერანთა ცემის ფაქტი აქამდე აქტუალური არ იქნებოდა, რომ არაახაზეთ – რუსეთის გართულებული ურთიერთობები, ეს ინცინდენტი უბრალოდ კატალიზატორი აღმოჩნდა პროტეტისა,  რომელმაც დიდი ხანია მწიფდება ხალხში, დაწყებული ბჟანიას წინ და უკან სირბილით პუტინის დაძახილზე, რუსებისთვის  უძრავი ქონების მიყიდვის საკანონმდებლო ბარიერების  მოხსნით და ბოლოს ,,ამ საბედისწერო განცხადებით სუვერენიტეტის გადანაწილების აუცილებლობის შესახებ”

 

 

.

წინა სტატიაგახარიას პარტიის ინიციატივა კენჭისყრის გამჭვირვალობაზე და პარტიების კომენტარები [Video]
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სოფელ აძვთან საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური