წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა უკვე მესამედ გადაიდო. მომდევნო სხდომა 11 იანვარს ჩატარდება.დეპუტატებმა თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს.ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროცესის გაჭიანურება გახარიას პარტიასა და “ქართულ ოცნებას” შორის პოლიტიკური თანხმობით ხდება და ამით მოქალაქეები ზარალდებიან.შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არაა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე და შესაბამისად, ვერც ბიუჯეტის დამტკიცება მოხერხდა. შექმნილი ვითარების გამო, წალენჯიხაში ყველა პროექტი შეჩერებულია.წალენჯიხაში საკრებულოს უმრავლესობას წარმოადგენს ოპოზიციური პარტიები. 11 წევრი არის “ნაციონალური მოძრაობიდან“, 11 “ქართული ოცნებიდან“ 1 “ლელოდან“ 3 პარტია “საქართველოსთვის“.
- Tags
- video
სიახლეები
საზოგადოება
ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...
საზოგადოება
ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა
ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...
სიახლეები
დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...
სიახლეები
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...