მთავარისიახლეებიგახარიას პარტიის ინიციატივა კენჭისყრის გამჭვირვალობაზე და პარტიების კომენტარები

გახარიას პარტიის ინიციატივა კენჭისყრის გამჭვირვალობაზე და პარტიების კომენტარები [Video]

Published on

პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოებთან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს ისახავს საკრებულოების წევრთა საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას, კერძოდ .ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, მათ შორის, პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას. გახარიას პარტიას კანონპროექტის გასამყარებლად თავისი არგუმენტები აქვს. პოლისტაბჭოს წევრს და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს გიგა ფარულავას მიაჩნია, რომ პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს, რადგან ეს არის ერთ-ერთი გამოსაავალი რიგ საკრებულოებში შქმნილი პოლიტიკური კრიზისიდან.
პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას მხარს უჭერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში თვლიან, რომ პოლიტიკური მანიპულაციების თავიდან აცილებისა და პროცესების საჯაროობისთვის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი გოგოხია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ თუ პარლამენტი დაამტკივცებს , საწინააღმდეგო არაფერი აქვს
პარტია „საქართველოსთვის“ ახალ ინიციატივას არ იწონებს და მას საშიშს და სახიფათოს უწოდებს თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილი, რადგან ფარულობა არის ადამიანების ნების თავისუფლად გამოხატვისა და მათი დაცულობის მიზანი. გახარიას პარტიის სურვილიამ შემთხვევაში არის ვიწრო, რადგან მას სურს ზოგ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე გაიყვანოს თავისი კანდიდატურა და მოახდინოს საკუთარი პარტიის წევრების კონტროლი, რასაც ფარული კენჭისყრით ვერ აკეთებს – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა
მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან მსგავსი ინიციატივა მიუღებელია. ფიქრობს, რომ პარლამენტი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
პოლიტიკური კრიზისია რიგ საკრებულოებში. საკრებულოების თავმჯდომარეები ამ დრომდე არ აურჩევიათ ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და სენაკში. საკრებულოს სხდომებს ოპოზიციის წევრები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან ან საპროცედურო საკითხების გავლის შემდეგ ტოვებენ, „ქართულ ოცნებას“ კი აქ უმრავლესობა არ ყავს, კვორუმის არარსებობა კი თავმჯდომარეების არჩევის ბარიერი ხდება. მოქმედი კანონმდებლობით, თუ საკრებულო კვორუმის არქონის გამო საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევს და საკრებულოს წევრთა უფლებამოსილებას არ ცნობს, ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...