მთავარისიახლეებიჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს [Video]

Published on

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს.

კენჭისყრაში 15 ოპოზიციონერი დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. პარტია საქართველოსთვის კანდიდატს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.

ჩხოროწყუს საკრებულოში ქართული ოცნება 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობას 7 დეპუტატი ჰყავს, პარტია საქართველოსთვის – 7, ხოლო ლელოს – 1.

ამასთან, კიდევ ერთი კვირით გადაიდო სხდომა წალენჯიხაში, სადაც თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...