ქართული ოცნების დეპუტატები ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივ შიმშილობას ირონიულად ეხმაურებიან.
არჩილ თალაკვაძე: ,,ეს არის მორიგი პროვოკაცია და დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს. რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას, წარმოუდგენელია, რომ ამ ფორმით ვინმემ ქვეყანაში მარლთმსაჯულებას თავი დააღწიოს.”
ბექა დავითულიანი: ,,ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ შემოგვთავაზა ფეიკ აღმშენებლების ეპოქა. მერე შემოგვთავაზა ფეიკ გმირების სესია და ახლა გვთავაზობს ფეიკ შაჰიდების სესიას. გადასცა როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა, რომ უნდა დაიწყონ შიმშილობა. მათაც ერთიანად, მრევლივით რაღაც სექტის, ჩამოდგნენ და დაიწყეს შიმშილობა. ახლა მე დავდგები და დავიწყებ შიმშილს, რომ ნაციონალური მოძრაობა წავიდეს პოლიტიკიდან და წავიდნენ. არ არის პრობლემა, გახდომა მინდა და დავჯდები.”
შალვა პაპუაშვილი: ,,მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა შიმშილობა გამოეცხადებინათ. არ ვიცი, შანტაჟს ახდენს, თუ სპეკულირებს, საკუთარი თავისუფლების საპირწონედ აყენებს საკუთარი მხარდამჭერების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამით მან თავად დახურა ე.წ შერიგების თემა, რომელიც თითქოს მან თავად წამოიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ფარისევლობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.”