მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში დაგეგმილ აქციაზე კოლონა ზუგდიდიდანაც გაემგზავრა

თბილისში დაგეგმილ აქციაზე კოლონა ზუგდიდიდანაც გაემგზავრა [Video]

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნითთ თბილისში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. კოლონა უკვე გაემგზავრა ზუგდიდიდანაც. ზუგდიდელები ამბობენ, რომ რამდენჯერაც საჭირო გახდება აქციას იმდენჯერ შეუერთდებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა და არ შეიძლება ის ციხეში იჯდეს.
21 დეკემბერი მესამე პრეზიდენტის დაბადების დღეა, ფართომასშტაბიანი აქცია საქართველოს დედაქალაქში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინასწარ დააანონსა. რეგიონებიდან დედაქალაქში წასასვლელად სამზადისი დილიდანვე დაიწყო. პარტიის წევრები, მხარდამჭერები და მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...