მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის ა/რ მთავრობა: გადავარჩინოთ ერთმანეთი, ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია

აფხაზეთის ა/რ მთავრობა: გადავარჩინოთ ერთმანეთი, ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია

Published on

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი, ლევან თევზაია #ავიცრათერთმანეთისთივს კამპანიაში აფხაზეთის მთავრობის ჩართულობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაქცინაციითა და რეგულაციების დაცვით ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია.

მისი თქმით, ერთიანობით და დროული აცრით კოვიდ 19-ის გამოწვევების დამარცხება შესაძლებელი იქნება.

,,რამდენიმე დღეა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციის კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის. აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო უერთდება და სრულად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას – გადავარჩინოთ ერთმანეთი.
ვაქცინაციითა და რეგულაციების დაცვით ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენა. მესმის, რომ ბევრი ადამიანს აქვს აცრის მიმართ შიში, მაგრამ დღეს სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

ჩვენი ახლობლების, ოჯახის წევრების, მეგობრების და გარშემომყოფების სიცოცხლის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა ავიცრათ.ყოველდღიურად პანდემიას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ვაქცინაცია კი საუკეთესო გამოსავალია.

შესაძლებლობა მომეცა და ზაფხულში ავიცერი. წარმოუდგენელია, გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაა. ერთიანობით და დროული აცრით აუცილებლად შევძლებთ კოვიდ 19-ის გამოწვევების დამარცხებას”, – განაცხადა ლევან თევზაიამ.

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...