ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მათთვის მიმართვის გამო დაკავებულია 5 ადამიანი

0
229

თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში ქურდული სამყაროს წევრობისა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით  5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები არიან ი.მ.  გ.გ. (მეტსახელად გადაბმული), 1კ.ჟ.  შ.კ. და გ.ს.

ინფორმაცია შსს-ში ბრიფინგზე გასაჯაროვდა. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო, მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს. ამის შემდეგ, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა მოდავე მხარეებთან ერთად ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს. შეხვედრებზე ქურდული სამყაროს წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან 50 000 ლარიდან, ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს, დავაში ჩართული კანონიერი ქურდებისათვის გარკვეული თანხის გაგზავნა.

მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდეგაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ კანონიერ ქურდებთან, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას”. – თქვეს შსს-ში ბრიფინგზე. 

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

წინა სტატიაქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში უშვილობის პრობლემების მქონე ოჯახებს მომსახურება
შემდეგი სტატიაგაიყვანეთ ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან – მაკფოლის საპასუხო პირობები პუტინს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური