მთავარისიახლეებიზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა [Video]

Published on

ზუგდიდის საკრებულომ სხდომაზე ახალი დეპუტატების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ მანუჩარ ფიფიასა და ,,ქართული ოცნებიდან’’ გიორგი კორატავს უფლებამოსილება სცნო. ამის შემდეგ კი ნაწილობრივად წარმოდგენილმა ,,ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა, სხდომა დატოვეს. სხდომაზე ,,გახარია-საქართველოსთვის’’ პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. საკუთარი კანდინდატურის წარდგენისას სხდომათა დარბაზში ,,დროას’’ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი, მარიამ სიჭინავა პლაკატით შევიდა, წარწერით ,,ჩვენი თვალი გაქვთ!’’ და მიმართა პარტია ,,საქართველოსთვის’’ წევრებს თუ გრძნობდნენ ამ ფაქტის მიმართ პასუხისმგებლობას.
,,ქართული ოცნების’’ წევრებმა თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს და არც საკუთარი პარტიიდან კანდინდატურა დაუსახელებიათ.
საკრებულოს სხდომა, კიდევ ერთი კვირით გადაიდო და სავარაუდოდ, 24 დეკემბერს, პარასკევს ისევ გაიმართება.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...