მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩხოროწყუში საკრებულოს სხდომას ნაციონალური მოძრაობა არ ესწრება

ჩხოროწყუში საკრებულოს სხდომას ნაციონალური მოძრაობა არ ესწრება

Published on

ჩხოროწყუს საკრებულოში დღეს სხდომას ნაციონალური მოძრაობა არ ესწრება. “ნაციონალური მოძრაობა” სხდომას ამჯერადაც პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. სხდომის ჩასატარებლად კვორუმის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას პარტია “საქართველოსთვის” წევრები დაესწრებიან. ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს მმართველი გუნდის კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას.

“არის თუ არა “ქართულ ოცნებასა” და გახარიას გუნდს შორის შეთანხმება, ეს გამოჩნდება დღის მეორე ნახევარში. მე ვურჩევდი გახარიას და მის გუნდს ჩხოროწყუში, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და იმ ოპოზიციურად განწყობილი ჩხოროწყუელების ხმებით მანიპულირებას დაანებოს თავი”, – თქვა ენმ-ს წევრმა, რამაზ გულიამ.

ჩხოროწყუს მერი, გიორგი ხარჩილავა ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟის და მუქარის მეთოდით უნდა, დამარცხებულ რეგიონებშიც გამარჯვება გაიფორმოს.

ცნობისთვის, თუ საკრებულო თავმჯდომარეს ამჯერადაც ვერ აირჩევს, ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო.

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...