მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩხოროწყუს საკრებულოში მესამე სხდომაც ჩაიშალა და თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოში მესამე სხდომაც ჩაიშალა და თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს [Video]

Published on

ჩხოროწყუს საკრებულოში მესამე სხდომაც ჩაიშალა და თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. სხდომის პირველ ნაწილში საკრებულოს თავმჯდომარედ “ოცნების” მიერ დასახელებულ ჯუმბერ იზორიას უყარეს კენჭი – თუმცა ქართული ოცნების კანდიდატმა საჭირო 14 ხმის მოპოვება ვერ შეძლო და კანდიდატურა ჩავარდა, რადგან “საქართველოს” წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს, ხოლო კენჭისყრამდე, სხდომა პროტესტის ნიშნად „ლელოს“ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს.
27-კაციან საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა” და პარტია “საქართველოსთვის” 7-7 წევრით არის წარმოდგენი, “ლელოს” ერთი დეპუტატი ჰყავს, 12 წევრი კი “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი შანსი აქვს, რომ ჯუმბერ იზორია საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად დაასახელოს.

სიახლეები

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...