პარტია ,,საქართველოსთვის” მოითხოვს, საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ღია კენჭისყრით

0
289

მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ღია კენჭისყრით და არა ფარულად, როგორც ახლა ხდება – ამის შესახებ  ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიის ,,საქართველოსთვის” დეპუტატებმა შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს.

,,სამწუხაროდ, ,,ოცნება” აგრძელებს არჩევნებამდე დაწყებული უკანონობების გამოყენებას და მოსყიდვით, შანტაჟით ცდილობს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში. მივმართავთ პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყოს ჩვენს მიერ დაინიცირებული კანონპროექტის დროულად განხილვა ბიუროს მიერ, მივმართავთ ,,ოცნებას”, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და გაიხსენონ, რომ ხელისუფლების, მათ შორის ადგილობრივი ხელსიუფლების ერთადერთი წყარო ხალხია. და შეწყვიტონ მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ვაჭრობა მაფიოზური წესებით.

იმისთვის, რომ ერთის მხრივ სააშკარაოზე გამოვიდეს “ოცნების” უკანონობა და მეორეს მხრივ, სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები გამოირიცხოს, გაიზარდოს მათი საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი, საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით. მათ შორის, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობიდან გადაყენებას, არჩევას, თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტას”- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილი ჩვეული ირონიით პასუხობს კითხვას დათანხმდება თუ არა მესამე პრეზიდენტის შეთავაზებას გაიმართოს სამი პრეზიდენტის შეხვედრა
შემდეგი სტატია10 მოსწავლიდან 210 მოსწავლემდე გაზრდილი სამხატვრო სტუდია – როგორ იქცა ლიბერთი ბანკის სესხით დაწყებული საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური