მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ჩვეული ირონიით პასუხობს კითხვას დათანხმდება თუ არა მესამე პრეზიდენტის...

სალომე ზურაბიშვილი ჩვეული ირონიით პასუხობს კითხვას დათანხმდება თუ არა მესამე პრეზიდენტის შეთავაზებას გაიმართოს სამი პრეზიდენტის შეხვედრა

Published on

“ახლავე მოგიყვებით ყველაფერს” – ჩვეული ირონიით უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა   ჟურანალისტებს კითხვას რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე  სამი პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით. 

მას არ უთქვამს,  მზადაა თუ არა დათანხმდეს მესამე პრეზიდენტის შეთავაზებას, ან ზოგადად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს პოლიტიკური კრიზისის გასანეიტრალებლად.

მედიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისგან პასუხის მიღებას მის სახლთან ცდილობდნენმიუხედავად იმისა, რომ  მას  რამდენჯერმე აქვს განმარტებული, რომ ქუჩაში დასმულ შეკითხვას არ პასუხობს.

ცნობისთვის, 10 დეკემბერს დემოკრატიის სამიტზე  სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს,  საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

საპასუხოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფომა მესამე პრეზიდენტმა მას და გიორგი მარგველაშვილს შეხვედრა შესთავაზა

გიორგი მარგველაშვილი იწონებს და მზად არის ჩაერთოს შეხვედრაში,  სალომე ზრაბიშვილი კი დუმს.

 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...