მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ექიმთა დიდი ჯგუფია მისული

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ექიმთა დიდი ჯგუფია მისული

Published on

დღეს მიხეილ სააკაშვილს  სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრები მოინახულებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებენ. ისინი უკვე მივიდნენ  გორის სამხედრო ჰოსპიტალში და საშვებს ელოდებიან.

მესამე პრეზიდენტს დღეს 7 ექიმი შეხვდება.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევისწავლოთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, შევადაროთ მის მდგომარეობას გარკვეული პერიოდის წინ. გადავხედოთ იმ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელიც მას უტარდება. მართლაც დასუსტებულია, თუ არა  როგორც ამბობენ.  ერთი დამატებითი ექსპერტი გვყავს, ფსიქიატრი, რადგან ვთვლით, რომ აუცილებელია მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის  უფრო კომპეტენტური შესწავლა”- განაცხადა  სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის წინ ექიმთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა  გიორგი გრიგოლიამ.

ცნობისთვის უკვე 1 საათზე მეტია, მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ “ემპათიას” ალტერნატიული კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძე იმყოფებიან. 

ცენტრ “ემპათიას” კონსილიუმის მედიკოსმა, ოთარ თოიძემ თქვა, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გაგრძელდეს მულტიპროფილურ-სპეციალიზებულ დაწესებულებაში, რაც საქართველოში არ არის.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან დღესვე დაგეგმილია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ვიზიტი. 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...