,,ოცნების” ოცნება: ,,როცა ნაცმოძრაობა იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით”

0
220

ქართული ოცნების ხელისუფლება ისე ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, თითქოს ეროვნული თანხმობის მიღწევა პრეზიდენტს საშინაო დავალებად კი არ დააბარეს  დემოკრატიის ვირტუალურ სამიტიდან , არამედ თავისი ნებით ცდილობს  რაღაცას. 

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საყოველთაო შერიგებისთვის  “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჯერ საკუთარი შეცდომები უნდა აღიაროს. -ასე ,, ილამაზებს პირს” საპარლამენტო უმრავლესობა და მთელი ხელისუფლება   და ვითომ რიხით ემზადება იმ მომენტუმისათვის,    როცა ამოიწურება   საშინაო დავალებისთვის მიცემული დრო  და  სხვა გზას არ დაუტოვებენ არც ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა

.,,სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არაერთი მისი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი”,  – განაცხადა თალაკვაძემ.

როცა ნაცმოძრაობა იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით – განაცხადა ირაკლი კობახიძემ – შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში სინანული და მონანიება. საუბარია დანაშაულების გამო სინანულზე და დანაშაულების მონანიებაზე.

მე ასე წარმომიდგენია შერიგება. იგივე თუნდაც, თქვენს პოლიტიკურ პარტიასთან, ნაცმოძრაობასთან. გამოდის მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. დანაშაულთა ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით.

ალბათ ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და მე მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, ამ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკურ ძალას მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები და არა მარტო მოინანიოს, არამედ შემდეგ თქვას, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის.” –  განაცხადა მან

 

წინა სტატია,,მე არ ვაპირებ წავუყრუო და შერიგებისა და კონსოლიდაციის პროცესი წავიდეს ვინმეს უფლებების გათელვის ხარჯზე” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატია“რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, მიუღებელია” – საქართველოს საგარეო სამინისტროს პასუხი რუსეთს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური