მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, ენმ-მ სხდომა დატოვა

ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, ენმ-მ სხდომა დატოვა [Video]

Published on

ზუგდიდის ახლადარეჩეულ საკრებულოში სხდომა ჩატარდა, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა, რადგან ენმ-ის ფრაქციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საკრებულოს სხდომა ზუგდიდში ჩაიშალა.

ენმ აცხადებს, რომ ეს კრიზისის შექმნილია “ქართული ოცნების” მიერ. ასევე, ფრაქციის ლიდერის განმარტებით, მათთვის გაუგებარია კონსენსუსი ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

“ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება დღეს კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა და დატოვოს დარბაზი. ეს არის ერთგვარი კრიზისის მოცემულობა და ეს კრიზისი ბუნებრივია, შეიქმნა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ და კონკრეტულად პოლიტიკური გუნდის “ქართული ოცნების” მიერ. კონკრეტულად არ მინდა პერსონიფიცირება, ეს ვისი და რის გამო მოხდა, ეს მოხდა მთლიანად სისტემის გამო, რომელმაც პირდაპირი გაგებით წაგვართვა მანდატი და ამან შეგვიყვანა ჩიხში”, – განაცხადა თემურ ბასილაიამ.

შეგახსენებთ, დღეს ასევე ვერ აირჩიეს თავმჯდომარეები სენაკში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში, სადაც “გადამწყვეტი ხმა” გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” ეკუთვნის. სხდომები ერთი კვირით გადაიდო.

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...