მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება კვლავ არ აღუდგინა

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება კვლავ არ აღუდგინა

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ექსპრეზიდენტისთვის სატელეფონო ზარების აღდგენასთან დაკავშირებით, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით ეს შუამდგომლობა კანონიდან არ გამომდინარეობს.

სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობა გაუქმდა, ექსპრეზიდენტს სატელეფონო საუბრის უფლება მაინც ჩამორთმეული აქვს. მან ასევე ისაუბრა, რომ სააკაშვილისთვის ამ უფლების ჩამორთმევა არაკანონიერია.

“სატელეფონო ზარების უფლება ჩამოართვეს საქმეზე, რომელზეც შეფარდებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამ საქმეზე, 7 ნოემბრის საქმეზეა საუბარი, პატიმრობა გაუქმებულია, მაგრამ ეს სატელეფონო საუბრის უფლება კვლავ ისევ ძალაში დატოვეს. ახლაც, ვხედავთ, რომ მეორე საქმეზეც, რომელზეც არანაირი აღკვეთის ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული არ არის, კვლავ, ხელმეორედ იქნა მოთხოვნილი სატელეფონო საუბრის შეზღუდვა. ანუ თუ მოხდა ისე, რომ შვიდი ნოემბრის საქმეზე ეს შეზღუდვა გაუქმდა, ამის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი სატელეფონო ზარების უფლებით ვერ ისარგებლებს. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ მესამედ ჩამოართვეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება”, — თქვა ბასილაიამ პროცესზე.

დაცვის მხარემ სატელეფონო საუბრის უფლება აღდგენის შუამდგომლობა 7 ნოემბრის საქმის განხილვიის დროსაც დააყენა, თუმცა არც მაშინ დაკმაყოფილდა. გუშინ, 8 დეკემებერს სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, თქვა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულების დირექტორის დადგენილებით, ექსპრეზიდენტს დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო საუბარი 2 თვით შეეზღუდა — სახდელი სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს, მისი მხრიდან სამედიცინო აპარატურის დაზიანების გამო დაეკისრა. თუთბერიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ფორმალურია, რადგან ექსპრეზიდენტს ტელეფონით სარგებლობის უფლება აქამდეც არ ჰქონდა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე პროცესი გაიმართა — მას ექსპრეზიდენტი არ ესწრებოდა. სააკაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა და ერთადერთი, რის გამოც სხდომაზე დასწრება სურდა, იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერაა, რომლებიც მის გამო “იჩაგრებიან”.

აღნიშნული საქმის ფარგლებში არსებითი განხილვის შემდეგი სხდომა 22 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სიახლეები

დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 3-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა...

ზელენსკი: მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

"მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია" - ამის შესახებ...

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...