მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს - მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

ზუგდიდში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს – მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

Published on

ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკრებულოებში შექმნილ კრიზისს აპროტესტებენ. ზუგდიდის საკრებულო თავმჯდომარეს ამ დრომდე ვერ ირჩევს.

როგორც პარტიის წევრი და პარლამენტის დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ქართული ოცნება, რომელმაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და მათ ერთი მანდატი მოპარა.

“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ ქართული ოცნების ქმედებებს ზუგდიდში. დღეს რომ ზუგდიდში პოლიტიკური კრიზისია, ვერ ირჩევა საკრებულოს თამვჯდომარე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სრულყოფილად თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ზუგდიდის მერი, რაც აისახება თითოეული ზუგდიდელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარესობისკენ, ეს არის ქართული ოცნების დამსახურება.

ქართულმა ოცნებამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან მირანდა მესხთან ერთად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ჩვენ წაგვართვა ერთი მანდატი და ამით დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, რომელიც აუცილებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის”, – თქვა წითლიძემ.

ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 22 დეპუტატი ჰყავს, ქართულ ოცნებას – 20, გიორგი გახარიას პარტიას 3.

წინა კვირაში გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დატოვეს, შემდეგ – გახარიას პარტიის.

სიახლეები

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...