მთავარისიახლეებიპოლიტიკაედუარდ სააკაშვილი მამის მოსანახულებლად ჩამოვიდა - თუ ვინმე შეეცდება ხელოვნური ბარიერები...

ედუარდ სააკაშვილი მამის მოსანახულებლად ჩამოვიდა – თუ ვინმე შეეცდება ხელოვნური ბარიერები შეუქმნას მას, პრეზიდენტს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება

Published on

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი მივა – ამის შესახებ ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა და პენიტენციურ სამსახურს  მოუწოდა, ხელოვნური ბარიერები არ შეექმნას  ედუარდ სააკაშვილს მამის მონახულებაში.

,,დღეს, მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ნიდერლანდებიდან  არის ჩამოსული მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი. 

ჩვენ გვახსოვს, რომ ედუარდი  ერთხელ უკვე იმყოფებოდა საქართველოში შეთანხმებულ პაემანზე, მაგრამ რუსთავის დაწესებულებაში მოტყუებით ალოდინეს მთელი დღის მანძილზე,  პრეზიდენტი სააკაშვილი კი მალულად   გადაიყვანეს ამ ციხიდან სხვაგან და მას არ მიეცა შესაძლებლობა  შეხვედროდა მამას.

ამჟამად ედუარდი ისევ ჩამოსულია მიხეილ სააკშვილის სანახავა და და მოვითხოვთ, ვთხოვთ, პენიტენციურ სამსახურს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას,  არ შეუქმნას მას ხელოვნური ბარიერები მამის მონახულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება და გამოხატავს საკუთარ პროტესტს სხვადასხვა ფორმით”  – განაცხადა შოთა თუთბერიძემ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...