მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა

თბილისის პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა

Published on

თბილისის პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა. გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მსვლელობისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ საქმის პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

საქართველოს პროკურატურის განცხადება.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გამართულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვაში ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატად ჩაერთო ნიკა გვარამია.

სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს – პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.


გარდა ამისა, ადვოკატ გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის  მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას.


ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე
– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

სიახლეები

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში...

“არა რუსულ არჩევნებს!” -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

არა რუსულ არჩევნებს!" - დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: "კოალიცია ცვლილებისთვის",...

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...

იანვარ-სექტემბერში საქართველოში 4 107 ავარია მოხდა და 301 ადამიანი ემსხვერპლა

მიმდინარე წელს საქართველოში 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წლის 9 თვეში ავარიებს 301...