“ერთხელ შემასხა სპრეი პირდაპირ თვალებში, რატომ მასხამ-მეთქი და მეორედაც დამასხა”-აქტივისტი

0
273

საქალაქო სასამართლოს ეზოსთან, პოლიციის მიერ წიწაკის სპრეის გამოყენების დროს დაშავებული ახალგაზრდა აქტივისტი, რომელსაც სასწრაფო დახმარება დასჭირდა, დეტალებს “მთავარ არხთან” ჰყვება:

“ჯიხურის თავზე იყო ასული ბიჭი და პოლიციელი ავიდა, მოსთხოვა რომ ჩამოსულიყო, რაზეც უარი მიიღო და ამის შემდეგ გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე, მიზანმიმართულად ძალადობდნენ, მე ქვემოთ ვიდექი და როცა პოლიციელმა მოითხოვა, გადაიწიეო, გავიწიე და მოტრიალდა, სახელში შემასხა წიწაკის სპრეი, თავი რომ ავწიე, რატომ მასხამ-მეთქი, მეორეჯერაც დამასხა, სახეზეც კი მახსოვს ის სპეცრაზმელი, ათი წუთი თვალებს ვერ ვახელდი, ახლა გამოვიხედე თვალებში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სასამართლოსთან მისულმა აქტივისტმა. 

საქალაქო სასამართლოს ეზოსთან დაპირისპირებაა, გამოიყენეს წიწაკის სპრეი

ცოტა ხნის წინ აქციასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადებაც გაავრცელა, სადაც უწყება პოლიტიკურ ლიდერებსა და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები. 

შსს – ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქალაქო სასამართლოსთან საავტომობილო გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური