საქალაქო სასამართლოს ეზოსთან დაპირისპირებაა, გამოიყენეს წიწაკის სპრეი

0
256

საქალაქო სასამართლოს შიდა ეზოს შესასვლელთან დაპირისპირებაა მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად მისულთა და პოლიციელებს შორის. მას შემდეგ, რაც სასამართლოს შესასვლელთან მდებარე ღობეზე და დაცვის პოლიციის ჯიხურის სახურავზე აქტივისტები ავიდნენ, პოლიციელებმა სახურავიდან მათი ჩამოყვანა სცადეს, რასაც აქტივისტები ეწინააღმდეგებოდნენ.

დაპირისპირების დროს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს, დაპირისპირების დროს დაწყებული ჭყლეტისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორი დაშავდა. პოლიციელებმა აქტივისტები ჯიხურის სახურავიდან ჩამოიყვანეს. ისინი ამ დროისთვის დავით აღმაშენებლის ხეივნის სავალი ნაწილისკენ მიემართებიან და სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას აპირებენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოს შენობაში უკვე მიიყვანეს, მაგრამ პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მივიდა
შემდეგი სტატიაშსს – ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური