საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარეობს, გიგი უგულავა დააკავეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
საქალაქო სასამაღთლოს ეზოს მისადგომებიდან აქციამ აღმაშენებლის ხეივანზე გადაინაცვლა, სადაც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა რამდენჯერმე სცადეს სავალი ნაწილის გადაკეტვა, მაგრამ ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი უკვე დაწყებულია და მესამე პრეზიდენტმა პირველი განცხადებებიც გააკეთა. სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში არ ტრანსლირდება არცერთი მაუწყებლით – გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.
მიხეილ სააკაშვილი – არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას