მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრაქტიკულად "მთავარის" დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა, ჯარიმას არ გადავიხდით - ნიკა გვარამია

პრაქტიკულად “მთავარის” დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა, ჯარიმას არ გადავიხდით – ნიკა გვარამია

Published on

 მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 000 ლარი. ეს ჩვენი მედიის პრაქტიკულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. მის უკან ხელისუფლება დგას. –  მთავარი არხის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლების მირ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ხელახალ შტურმზე საუბრობს.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. 

გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორი კლიპის გამო, პირველი იყო სირცხვილიას კლიპი, ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრებს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე იყო კლიპი – კლავს, ციხის ადმინისტრაციაზე”- თქვა გვარამიამ. 

მისი თქმით, აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ წინასაარჩევნო კლიპებად.

წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევნის მიზნით, მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. კითხვა მაქვს: რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა?! მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი, ფორმალურადაც და მატერიალურადაც მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს: ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება. 

 მთავარი” ჯარიმას არ გადაიხდის და მას სასამართლოში გაასაჩივრებს:და ვნახოთ  გაუძლებს თუ არა სასამართლო სრული უკანონობის შესახებ ტესტს”- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...