წუხელ თბილისში დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

0
317

წუხელ თბილისში, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში შეყვანილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ,,გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ.

დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი – დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ გ.ლ. საგარეჯოში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატიაგერმანიამ ეპიდემიის შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა
შემდეგი სტატიავადა იწურება – სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლებისგან ცნობებს ელოდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური