მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებენ

თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებენ

Published on

ანკარასა და სტამბოლში სტიქიური საპროტესტო აქციები მოჰყვა თურქეთის ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას. სოციალური ქსელებით გავრცელდა ღამით გამართული აქციების ამსახველი არაერთი ვიდეო.

საპროტესტო მსვლელობების მონაწილეები მოითხოვდნენ თურქეთის მთავრობის გადადგომას და ქვეყნის ხელისუფლებიდან პრეზიდენტ ერდოანის „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიის წასვლას.

სტამბოლის პოლიციამ დემონსტრანტებს ქალაქის რამდენიმე რაიონში მსვლელობის უფლება არ მისცა და ტაქსიმის მოედანი ჩაკეტა.

23 ნოემბერს, თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად 15%-ით გაუფასურდა. 1 ამერიკული დოლარის ფასმა 13 ლირას გადააჭარბა. გამოცემა Financial Times-ს მოჰყავს სტამბოლში მდებარე კომპანიის, Terra Investment-ის ანალიტიკოსის, ენვერ ერკანის სიტყვები, რომ სიტუაცია ჰგავს საშინელებათა ფილმს და რთული სათქმელია, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ვალუტის გაუფასურება, რადგან პოლიტიკოსები, როგორც ჩანს, მზად არიან, რომ ლირას ვარდნის საშუალება მისცენ.

ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის ზეწოლით, ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება. მიუხედავად ეკონომისტების გაფრთხილებისა, რომ ეს ინფლაციას გააძლიერებს, ერდოანი მიიჩნევს, რომ პირიქით, მსგავსი ზომები ინფლაციასთან ბრძოლას ეხმარება. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ “დამოუკიდებლობისთვის ეკონომიკურ ომში” გამარჯვებას აპირებს.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის სავალუტო ბაზარზე ლირის გაუფასურებას არარეალური, არაჯანსაღი და ეკონომიკურ საფუძველს მოკლებული უწოდა და განაცხადა, რომ თურქეთში მცურავი გაცვლითი კურსია და მას განსაზღვრაში არ ერევა.

2021 წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით, დაახლოებით 40%-ითაა გაუფასურებული. ამ წლის სექტემბრის მონაცემებით, თურქეთში ინფლაცია 20% იყო.

 

 

 

 

სიახლეები

ბრემენში, მკვლელობის ბრალდებით, 28 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცავი...

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში...

“არა რუსულ არჩევნებს!” -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

არა რუსულ არჩევნებს!" - დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: "კოალიცია ცვლილებისთვის",...

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...