მთავარიUncategorized,,მე ვერ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ჩემი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს''...

,,მე ვერ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ჩემი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გორის ჰოსპიტალის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუს შესახებ მესამე პრეზიდენტის თხოვნით საუბრობს:

“მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა,  განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, თავისი პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე.[..] ცხადია ამ ყველაფერს თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს” – ამბობს ნიკა გვარამია

“შვილი”- ასე ქვია “რადიო თავისუფლების” პროექტს, რომლის პირველი სტუმარიც მესამე პრეზიდენტის შვილი იყო. გადაცემის ჩანაწერს “მთავარი არხის” მაყურებელი ეთერში შაბათს ნახავს.

“ვიღაცეებს ურჩევნიათ, სააკაშვილი იყოს მკვდარი, ვიდრე ცოცხალი”  –  ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება და ქცევა ჩემს  გულისწყვეტას იწვევს.

ძალიან მაშფოთებს, მართლა შემზარავია ოპოზიციის მხრიდანაც საუბარი “აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება”, ნებით,თუ უნებლიეთ, ვიღაცეებს მოთხოვნილება უჩნდებათ, მართლა რომ მოკვდეს, რა მაგარ რაღაცეებს გავაკეთებთო. მართლა გამოჩნდა ალბათ, რომ ვიღაცეებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი და არა ცოცხალი “, – ამბობს “რადიო თავისუფლებასთან ” ინტერვიუში ედუარდ სააკაშვილი.

 

 

 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...