მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავზე ზუგდიდში წარწერები "მადლობა, მიშა!" გაჩნდა

“ვარდების რევოლუციის” 18 წლისთავზე ზუგდიდში წარწერები “მადლობა, მიშა!” გაჩნდა

Published on

ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე ზუგდიდში, რამდენიმე ადგილას – კედელზე, გზაზე და გზისპირა სტენდზე წარწერა “მადლობა, მიშა!” გაჩნდა. 

წარწერებია მათ შორის, გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, ასევე პოლიციის სამმართველოს, მმართველი პარტიის ზუგდიდის ოფისისა და სკვერის წინ, მონუმენტთან “მე მიყვარს ზუგდიდი”.

ფოტოები პარლამენტის წევრმა ანი წითლიძემ გამოაქვეყნა. 

შეგახსენებთ, “ვარდების რევოლუციის” მთავარი შემოქმედი და ორგანიზატორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, პირველ ოქტომბერს კი დააკავეს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა გამოაცხადა, სასამართლოსა და მასთან ერთად დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით. 

მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ის გლადნის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გონება დაკარგა. საბოლოოდ, პროტესტის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...