მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ის ყველა დატვირთვას იტანს, რასაც ვაძლევთ. გაუმჯობესებულია მისი მდგომარეობაც და თვითშეგრძნებაც''-...

,,ის ყველა დატვირთვას იტანს, რასაც ვაძლევთ. გაუმჯობესებულია მისი მდგომარეობაც და თვითშეგრძნებაც”- რეანიმატოლოგი ინეზა სულამანიძე

Published on

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრის, რეანიმატოლოგ ინეზა სულამანიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის ექიმების მითითებებსა და რეკომენდაციებს ითვალისწინებს და მათი დახმარებით მადლობელია.

„მისი მდგომარეობა არის სტაბილური, ის ყველა დატვირთვას იტანს, რასაც ვაძლევთ. შესაბამისად, არანაირი გართულება ამ 2 დღის განმავლობაში არ ყოფილა. რასაკვირველია, დაკვირვება გრძელდება ელენე (გიორგაძის) მეთვალყურეობით, ის აკონტროლებს ყველა ულუფას, საათობრივად, შემადგენლობას, დამზადების ტექნოლოგიას და ა.შ.

რამდენიმე დღე რასაკვირველია, საყურადღებოა, მაგრამ შეგვიძლია დამაჯერებლად გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე მას გართულება არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიც არის. გაუმჯობესებულია მისი თვითშეგრძნებაც. ის ძალიან მადლობელია იმ დახმარებით, რასაც იღებს, არის ძალიან დამჯერი პაციენტი, მისი ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია. დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი დღეებიც გართულების გარეშე ჩაივლის“,-განაცხადა სულამანიძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველაფერი მშვიდ რეჟიმში ტარდება.

„ბატონი მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრით კმაყოფილია. დღეს უკვე ყველაფერი რიგზეა, მისი ემოციური მდგომარეობაც რიგზეა, ის არ აფორიაქებულა და არ აღელვებულა არანაირ პროცედურაზე, რომელიც კი ჩაუტარდა“,-განაცხადა სულამანიძემ.

მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს ფანჯრის გაღების საშუალებას აძლევენ და დისკომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....