მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკოლოზ ყიფშიძე: მას სჭირდება თავისუფლად მკურნალობა, ციხეებში მაინც სტრესული ვითარებაა, რაც...

ნიკოლოზ ყიფშიძე: მას სჭირდება თავისუფლად მკურნალობა, ციხეებში მაინც სტრესული ვითარებაა, რაც ასეთი დიაგნოზით სახიფათოა

Published on

მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, ჰქონდა წნევის პრობლემები და საყურადღებოა მისი ნევროლოგიური მდგომარეობაც.

ყიფშიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ჰქონდა ბადრაგთან პრობლემა, მას არ ეძლეოდა ფანჯრის გაღების საშუალება, რაც მოგვარდა.

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს და მას უნდა მისცენ  თავუსუფლად მკურნალობის საშუალება, რადგან ციხის გარემო და ბადრაგის მეთვალყურეობა სტრესის შემქმნელია.

ასევე, ყიფშიძე ამბობს, რომ მხოლოდ ე.წ. რიფიდინგის დროს მკურნალობა არ იქნება საკმარისი და სააკაშვილს სჭირდება სხვადასხვა ორგანოების მკურნალობა.

“კონსილიუმის ექიმების დასკვნებს სავსებით ვეთანხმები. პრეზიდენტი თვითონ სუსტად არის, რასაკვირველია, წნევის პრობლემები ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში, ასევე, გარკვეული პრობლემები ჰქონდა დილას, ბადრაგთან დაკავშირებით, არ მისცეს უფლება ფანჯრის გახსნის, ეს მოგვარდა. მაინც სტრესული სიტუაცია გრძელდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. რაც შეეხება კვებას, უკვე დაიწყო კვება , ნორმალურად წავიდა ეს პროცესი, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ყველაფერი და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი. 

რეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს, ძალიან მოეწონა მისი სტაფი, კომფორტულად გრძნობს თავს.

მაგრამ მოგახსენებთ ჩემს აზრს, მკურანლობა ასეთ პირობებში ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთ მდგომარეობაში. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს, ამიტომ ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, მაგრამ, მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება ასეთ ადამიანს მივცემდი უფლებას მკურნალობის – ციხეების გარეთ. თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის დასწრებით და ა.შ. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან, მე არც იურისტი არ ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი… 

მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს, რომ ავადმყოფს ვუმკურნალეთ, აქ არის სტრესი და ბევრი პრობლემაა. ეს განცხადება რასაც ახლა ვაკეთებ პრეზიდენტთან არ შემითანხმებია. რეფიდინგის პრობლემა თუ მოვაგვარეთ არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. მას სჭირდება მკურნალობა სხვადასხვა ორგანოების, ფილტვის, თავის ტვინის, ღვიძლის, ამიტომ შემომაქ ასეთი თხოვნა – იქნება გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და იმკურნალოს. აქ MRT ამ დროისთვის ვერ გავაკეთებთ, ახლა აკეთებენ აფდეითს. ჩემი რეკომენდაციაა მისცენ ამ ადამიანს თავისუფალი მკურნალობის უფლება.” – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...