მთავარისიახლეებისააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ფოთისა და წალენჯიხის საკრებულოს წევრებმაც დაიწყეს

სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ფოთისა და წალენჯიხის საკრებულოს წევრებმაც დაიწყეს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა წალენჯიხისა და ფოთის საკრებულოს დეპუტატებმაც დაიწყეს.

ფოთის საკრებულოს 3 მოშიმშილე წევრს დღეს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდება. რაც შეეხება წალენჯიხას, იქ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 4-მა დეპუტატმა მიმართა. არსებული ინფორმაციით, მათ რიცხვს “ნაციონალური მოძრაობიდან” კიდევ 2 პირი შეუერთდება.

გუშინ მომხდარი ხმაურისა და დპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერები შიმშილობას აგრძელებენ ზუგდიდშიც, სადაც 5-მა პირმა პროტესტის ამ ფორმას საკრებულოს შენობაში სამი დღის წინ მიმართა.

შიმშილობას აგრძელებენ ასევე რუსთავის საკრებულოში.

მოშიმშილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.

სიახლეები

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...