მთავარიUncategorizedელენე ხოშტარია ოცნებაზე: შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი, არც ისე ბევრი...

ელენე ხოშტარია ოცნებაზე: შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი, არც ისე ბევრი დრო აქვთ

Published on

დროას ლიდერი, მოშიმშილე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მასთან მოსანახულებლად მისულ ქართული ოცნების ლიდერებს ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ვერსიები შესთავაზა.
ხოშტარია ამბობს, რომ მზადაა ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული.
 “შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა ვინმეს მოგება, ან წაგება და კუნთების თამაში. ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა. 
ძალიან დეტალურად ვესაუბრე ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ავუხსენი, რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია, რა არის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში. ეს არაა სიჯიუტე, ესაა ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან.
ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა ოცნებამ არ ჩათვალოს, რომ ესაა ან პოლიტიკური თამაში, ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, ყველაფერს ვიზამთ, ქვეყანა ჩიხში რომ არ გადავარდეს.
ჩემი ამოცანა არაა, ამ კონკრეტულ საკითხში, ვინმეს კედელთან მიმწყვდევა. მე ვარ სრულიად მოქნილი. […]

მე ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი შევთავაზე და რა თქმა უდნა მათ არცთუ ისე ბევრი დრო აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, 3 ნოემბრიდან მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ ხოშტარიასთან სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.

რაც შეეხება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, კობახიძის თქმით, ამის საჭიროება არ არსებობს და უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს შეიცავს.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...