ირაკლი კობახიძის შეფასებით, “ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას და იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის, მაგრამ შეიძლება სადღაც გორის ჰოსპიტალიდან ან რომელიმე სხვა ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას.
ეს არის მარტივი რამ. იგივე ინტერესი აქვთ, ბუნებრივია, სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს, ეს არის მარტივი ინტერესი”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე აგრძელებს ბოღმის ნთხევას და ამბობს
“სააკაშვილი პასუხისმგებლიანი კაცი რომ იყოს, დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი [ხოშტარია] რეალურად შიმშილობს და მას აქვს გაუარესებული მდგომარეობა და არის ქალბატონი. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა, მის კაცობაზე ყველას აქვს სათანადო წარმოდგენა. ამიტომ, ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს, რომ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას არ აქვს სათანადო ღირსება”.