პარლამენტში, მოშიმშილე დეპუტატებთან მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია იმყოფება.  მან მოინახულა ელენე ხოშტარია,  რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, უკვე 2 კვირაა საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ამავე დროს იგი დღესვე გეგმავს სხვა მოშიმშილე დეპიტატების  მონახულებას და მათთან შეხვედრის მოლოდინში დერეფანში იმყოფება.  

ჟურნალისტებმა გიული ალასანიას კითხეს, რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგზე.

,,აქ, პარლამენტში სათანადოდ ვერ მოვისმინე კონკრეტული დეტალები, მაგრამ რაღაცა მომეჩვენა, რომ დადებითისკენ წავიდა ეს ყველაფერი. თითქოს ნორმალური იყო სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა და იმედის მომცემი, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. ამჯერად, პრეზიდენტის ამ გამოსვლამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოლოდინი გამიჩინა – განაცხადა გიული ალასანიამ 

 სალომე ზურაბიშვილმა, ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ მოუწოდა.