მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს კადრები, პირველ რიგში, ჟურნალისტების მოთხოვნით გაავრცელა შესაბამისმა სამსახურმა " -...

“ეს კადრები, პირველ რიგში, ჟურნალისტების მოთხოვნით გაავრცელა შესაბამისმა სამსახურმა ” – კახა კალაძე

Published on

“პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა თუ არსებობდა, ყველა პატიმარი არის პატიმარი”. – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი არაა და ამის გამო მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უფრო რთულია.

კალაძის თქმით, პატიმრები  ადამიანები არიან, რომლებიც დანაშაულს ჩადიან და მათ მოუწევთ, პასუხი აგონ კანონის წინაშე.

მისივე მტკიცებით, გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირად არის აღჭურვილი ტექნიკური შესაძლებლობებით.

“მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა დაწესებულების თანამშრომლებს და იძულებული იყვნენ, ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა განცხადებები. დღეს მოვისმინეთ ასევე მთავარი ექიმის განცხადება, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი, რათა ჩატარდეს მკურნალობა, თუ ამის აუცილებლობა იქნება. ყველანაირად აღჭურვილია ტექნიკური შესაძლებლობებით. გარდა ამისა, არის შესაბამისი ბრიგადები, რომლებიც მორიგეობენ და თუ აუცილებლობა იქნება, შესაბამისი სამსახური მზად არის, ეს დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობას უსაფრთხოება იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის”. – ამბობს კალაძე. 

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ  კადრებს, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ, კალაძე ამბობს, “ეს კადრები, პირველ რიგში, მოთხოვნილი იყო თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან და შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა”.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი მოშიმშილეების ჯანმრთელობაზე, კალაძე პასუხობს: “პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანები. არავის დაუვალებია მათთვის შიმშილობა და რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს”. 

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....