მთავარისიახლეებივაქცინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს

ვაქცინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს [Video]

Published on

ვაქცინაციას სპროცესის წახალისებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივების ამოქმედების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა, მხოლოდ ბოლო დღეებში რეგიონში 750-ზე მეტი პენსიონერი აიცრა, ისინი ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად სოფელ ინგირში გაეცნო.
მოძრავი ვაქცინაციის ავტობუსი ზუგდიდის სხვადასხვა სოფელში წინასწარ შედგენილი გრაფიკით მოძრაობს და იმუნიზაციას ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ახდენს. გარდა მოძრავი ვაქცინაციის პუნქტისა რეგიონში აცრა 27 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მთავრობის ინიციატივებმა ვაქცინაციის ტემპის გაძლიერებასთან დაკავშირებით კარგი შედეგი გამოიღო და ვაქცინაციის მაჩვენებელი რეგიონში ორჯერ გაზრდილია. თუმცა სახელმწიფო რწმუნებული მიიჩნევს, რომ ტემპი კიდევ უფრო გასაძლიერებელია.

„რისთვისაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კამპანიის პროცესში აქტიურად ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში აიცრა 750-ზე მეტი პენსიონერი. ჩვენ ზუგდიდში კორონავირუსის ვაქცინაციასთან ერთად იმუნიზაციის მოძრავი სადგურებით ვახდენთ გრიპის ვაქცინის აცრას რისკ და ფოკუს ჯგუფებში. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აიცრან – არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ავიცრათ ერთმანეთისთვის“ – განაცხდა გიორგი გუგუჩიამ.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...