მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

ქუთაისელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

Published on

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით ქუთაისში ექიმებმა აქცია გამართეს.

“შიმშილობა საკმაოდ რთული პროცესია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყველა ექიმს აქვს პოზიციის გამოხატვის უფლება. მე დღეს გადაწყვიტე, რომ ამის მოთმენა შეუძნებელია, ის დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში არის ჩემთვის მიუღებელია და ეს გადის ჩემს პროფესიული საქმიანობის ღირსებაზე და მე არ მქონდა უფლება სახლში ვმჯდარიყავი და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა ოფიციალურად, იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებში გამოხატული პოზიცია არ არის საკმარისი”. – ამბობს კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე

ერთ-ერთი ექიმის, ნატალია გაბუჩაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ აქვს სიცოცხლისთვის შეუსაბამო სისხლსდენის ნიშნებით გამოხატული პათოლოგია, რაც მოითხოვს ქირურგის ჩარევას.

“მოგეხსენებათ, დღეს არის შიმშილობის 46-ე დღე და ჩემთვის, როგორც ენდოკრინოლოგისთვის, საგანგაშო ნიშანი იყო, როდესაც გავიგე, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ყავისფერი მასებით პირღებინება. ეს არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სისხლდენის ნიშნებით გამოხატული პათოლოგია. ამიტომ, ეს მოითხოვს არა მარტო ენდოსკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, რეანიმატოლოგის, ასევე აუცილებლად მოითხოვს ქირურგის ჩართულობასაც, აქტიური სისხლდენა არ არის ისეთი პათოლოგია, რომელიც თერაპიულმა პროფილმა უნდა მართოს. ეს იყო ჩემთვის ის საგანგაშო ნიშანი, როდესაც გაჩუმება აუცილებლად არის დანაშაულის ტოლფასი”. – თქვა ნატალია გაბუჩაძემ

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...