მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუტი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, რათა სასამართლოში დამატებითი პრობლემები...

,,ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუტი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, რათა სასამართლოში დამატებითი პრობლემები არ შეგექმნათ”

Published on

“ახლა დადგა მომენტი, როდესაც ყველაზე ძლიერი საერთაშორისო ინსტიტუტი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია, სხვა შემთხვევაში დაისჯებით. ეს რა თქმა უნდა, ჩემი მარტივი სიტყვებით ინტერპრეტაციაა”. – ასე გამოეხმაურა პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, რათა სტრასბურგის სასამართლოში დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.

“რომ არ იყოს საფრთხე, ისინი ამ საქმეს არ მიიღებდნენ და ისინი გაეცნობიან ყველაფერს, რაც აქ ხდება. ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია, მათ შორის საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას და გააგზავნოს ინფორმაცია მისი უსაფრხო და სამედიცინო თვალსაზრისით სწორი გარემოს შესახებ. დღეს მოგვეცა კიდევ ერთი შანსი, გამოვიდეთ ამ მწვავე კრიზისიდან”. – თქვა ხოშტარიამ

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...