მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორ გრძელდება არაძალადობრივი პროტესტი დაკავების შემდეგაც - რჩევები აქტივისტებს

როგორ გრძელდება არაძალადობრივი პროტესტი დაკავების შემდეგაც – რჩევები აქტივისტებს

Published on

“ფეისბუქზე” ვრცელდება იურისტთა კონკრეტული რჩევები იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

იურისტები სამოქალაქო აქტივისტებს ურჩევენ, მშვიდად და წონასწორობის დაკარგვის გარეშე, ერთი და იგივე პასუხები გასცენ პოლიციელს, რომელიც დაკავების ოქმს ადგენს:

“როგორც არ უნდა გვექცეოდნენ პოლიციელები, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და თავაზიანობას, ჩვენ არ ვებრძვით რიგით პოლიციელებს, ჩვენ ვებრძვით სისტემას.

პოლიციელის შეკითხვებზე პასუხებია:

-დაკავებულის სახელი და გვარი?

-გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!

-დაბადების თარიღი?

-გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!

სხვა, ნებისმიერ კითხვაზე გაქვთ იგივე პასუხი:

-გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!

ითხოვთ ადვოკატს და სამედიცინო შემოწმებას. აღნიშნულს შენიშვნის სახით აფიქსირებთ ოქმში” – წერენ იურისტები “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, დღეს, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან გამართული აქციის დროს 46 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან თენგიზ გუნავა, ბადრი შუბლაძე, რომეო ფარულავა, ბორის ჩელე ყურუა და სხვები. ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, დაკავებული არიან ასევე მოძრაობის წევრები ვაჟა ცეცაძე და შუქრი ბურჭულაძე. 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...