“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანას მშვიდობა და სიმშვიდე სჭირდება, რაზეც პასუხისმგებლები არიან, ხოლო თუ ვინმეს დესტრუქციული ნაბიჯების მცდელობა ექნება უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. ასე შეაფასა მან ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია.
“ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ ექნებათ რაიმე მცდელობები, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, აუცილებლად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გაამრთავს. მათი თქმით, ულტიმატუმის ვადა ამოწურულია და პროტესტი უწყვეტი იქნება