მთავარიUncategorized,,თბილისში გასამართი აქციიის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო, გეგმები "დროებით...

,,თბილისში გასამართი აქციიის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო, გეგმები “დროებით შეიცვალა” – ნიკა მელია

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისში გასამართი აქცია, რომელიც არჩევნების შედეგების გაპროტესტებას უკავშირდება, ძალაში რჩება, თუმცა მისი თქმით, ამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გართილების გამო, გეგმები “დორებით შეცვალეს”.

“თბილისში გასამართი აქცია, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ამ ყველაფერს იხილავს საზოგადოება. მაგრამ ნომერ პირველი ამოცანა ჩემთვის, მიუხედავად იმ უდიდესი სიყალბისა, რომლის დემონსტრირება მოახდინა ხელისუფლებამ 30 ოქტომბერს — ძალადობით წაიღო, მოიპარა არჩევნები და კიდევ ერთხელ მიიტაცა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველა საქმის კურსში ვართ, რომ ეს ასე არის და ამ ყველაფრისთვის ის პასუხს აგებს აუცილებლად უახლოეს პერიოდში და ამ ბრძოლაში ჩვენ ვრჩებით, მაგრამ მე მინდა, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის პარალელურად იყოს ცოცხალი”, — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.

ნიკა მელიამ ხვალ, 6 ნოემბერს აქცია რუსთავში დააანონსა. მისი თქმით, 17:00 საათზე შეიკრიბებიან, თუმცა არ დაიშლებიან, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 6 ნოემბერს ოპოზიციას აქცია დაგეგმილი ჰქონდა თბილისში. როგორც მელიამ აღნიშნა, დამატებით გეგმებზე ის მოგვიანებით ისაუბრებს, რადგან არ სურს, რომ “ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გაუადვილოს”. მისივე თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ მანამ, სანამ ის “კოლაფსში ჩავარდება”.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...