მთავარიUncategorizedგია ხარჩილავას საპასუხო წერილი ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილს

გია ხარჩილავას საპასუხო წერილი ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილს

Published on

წალენჯიხის ახლადარჩეული მერი გია  პასუხობს მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის საპატიმროდან გამოგზავნილ წერილს და აცხადებს, რომ ეს წერილი ყველა წალენჯიხელს  ყველა შეუგუებელს ეკუთვნის!

საქართველოს პრეზიდენტს,ბ-მიხეილ სააკაშვილს!
თავისუფლების ბასტიონიდან!

დიადი ამბების თანამონაწილეები და შემოქმედნი გავხდით,ისევ წალენჯიხიდან!დიახ,გაუტოლდა ერთი კაცის,მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა ერის ბრძოლას თავისუფლებისთვის- საკუთარი თავისუფლების გაწირვის ხარჯზე!

თავიდანვე, გადაწყვეტილების მიღებიდანვე,იგი ბრუნდებოდა საკუთარ ქვეყანაში,როგორც სატუსაღოში,როგორც ციხეში,სადაც სადაც პატიმრობდა ქართული საზოგადოება მთლიანად,როგორც მძევალი ოლიგარქიისა!ამ საზოგადოების გამოხსნას კი თავდადებები დასჭირდა,პირადი მაგალითები და სიდიადეების განზოგადება!აქამდე არასდროს ყოფილა თავისუფალაღკვეთილი ადამიანი საპატიმროდან უფრო თავისუფალი გარე სამყაროზე,უფრო თავისუფალი,ვიდრე ძალაუფლების მფლობელნი და არასდროს დაპატარავებულან “დიადნი ამა ქვეყნისანი”ისეთად ,როგორიც ისინი თავგანწირვის ამ ნაბიჯმა წარმოაჩინა…ნაბიჯმა,რომელიც ღირებულებითი და მასშტაბებში აცდენების გამო ვერ გათვალეს მცირეებმა დიდისგან,წარმავალებმა მომავლისგან..


ეს ისტორია ახალი ქართული სულიერი ამბოხის იმპულსებითაა გაჯერებული და თავისუფლებამოწყურებული ერი მიშას საკნის კედლის ორივე მხრიდან დაანგრევს ციხეს,როგორც სიმბოლოს და მოიპოვებს ქვეყანას,როგორც სახელმწიფოს,ერთი ადამიანის,საზოგადოების და ქვეყნის თავისუფლებად!
მადლობა მაგალითისთვის!
მადლობა გზნებისთვის!
შთაგონებისთვის!

ეს წერილი ყველა წალენჯიხელს გვეკუთვნის,ყოველ თქვენგანს!
ეს წერილი ყველა შეუგუებელს ეკუთვნის!
წერილი საკნიდან,წერილი ქვეყნიდან,როგორც საპატიმროდან,წერილი ,როგორც თავისუფლების მოძახილი!

ორი მოლოდინი ამოხეთქავს ამ წერილის წაკითხვისას ჩემს და შენს წალენჯიხაში,ბატონო პრეზიდენტო!
ერთი-თქვენი და ქვეყნის თავისუფლების გამარჯვების!
მეორე-თქვენი წალენჯიხასთან შეხვედრისა წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე,საიდანაც 2003 წელს ვარდების კოლონა დაიძრა და ქვეყანა თავისუფალი ერის შემოქმედებითი ცხოვრობით აცხოვრა!

და, სადაც ამ,2021 არჩევნებზე ოპოზიციის ახალი გამარჯვების ისტორია დაიწერა მთელი საქართველოსთვის,როგორც ცვლილებების დეტონაცია..
და რომელიც ,ყველა ისტორიული ლოგიკით ,თავისუფლების მოედნად იქნება წოდებული წალენჯიხაში და ,სადაც,თქვენი თაოსნობით და ჩვეული აღმშენებლობის ჟინით, თბილისის თავისუფლების მოედნის წმინდა გიორგის ქანდაკების ასლი დაიდგმება,როგორც პარალელი ერისა და წალენჯიხისა- დროსა და სივრცეში!!

…..
ბარიერთან!
…..
“ყველაფერი გამოგვივა”

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...