მთავარისიახლეებიპოლიტიკარესურსებში უთანასწორობამ, მმართველობაში ყოფნის უპირატესობამ სასწორი ოცნებისკენ გადახარა - ეუთო/ოდირი

რესურსებში უთანასწორობამ, მმართველობაში ყოფნის უპირატესობამ სასწორი ოცნებისკენ გადახარა – ეუთო/ოდირი

Published on

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შეფასების ანგარიში წარადგინა.

იონსონის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის დროს შეინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება.ეუთო/ოდირის წარმომადგენელმა ყურადღება იმ დარღვევებზე გაამახვილა, რომელსაც არჩევნების მიმდინარეობის დროს ჰქონდა ადგილი.

კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასთან და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის უპირეტასობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი”, – აღნიშნა სადამკვირვებლო მისიის ხელმზღვანელმა.

როგორც იონსონმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში.

აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურის დროს ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებით, ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით. კამპანიის ბოლო დღეებში მკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისებს გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს”, – განაცხადა ალბერტ იონსონმა”, – თქვა იონსონმა.

მისი  შეფასებით, საქართველოში  არ იყო გათვალისწინებული აუთო/ოდირის მიერ გაცემული რკეომენდაციების ნაწილი, რომელიც საარჩევნო პროცესს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც ეხებოდა.

კამპანიის ფინანსების გამჭირვალობა შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობს გამო. არჩევნების დღე მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას საარჩევნო უბნების გარეთ. კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს, მაგრამ იმის გამო, რომ დამკვირვებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერის როლში, ასევე პირთა ჯგუფები გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ იყო შეშფოთების საგანი.

მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილი შესრულება მოხდება. ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს. ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება, ეს ეხება საარჩევნო მათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, საარჩევნო დავებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას”, – განაცხადა იონსონმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...