მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველ ხალხს გვყავს მძევალი - მიხეილ სააკაშვილი''

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველ ხალხს გვყავს მძევალი – მიხეილ სააკაშვილი”

Published on

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველ ხალხს გვყავს მძევალი – მიხეილ სააკაშვილი, რომლის სიცოცხლის მძიმე განვითარება დახურავს საქართველოს ისტორიას” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო ეთერში საუბრობს.

ჩვენ უკვე მერამდენედ მოგვპარეს არჩევნები. რაც არ უნდა დაწეროს ცესკომ, როგორც ჩვენ დავთვალეთ ხუთივე ქალაქში ოპოზიციურმა მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ზღვარზე იყო თბილისი და ბათუმი, 2%-იანი სხვაობა იყო, მაგრამ ცდომილების ზღვარი 3 %-ია, მაგრამ ფაქტი არის ერთი – ეგზიტპოლიტდან გამოსული ხალხი ამბობს ერთს, შედეგი დგება სხვა. შედეგი დგება დილის ე.წ. ხალხის მიყრით და საღამოს ე.წ. ბიულეტენების ჩაყრით. შედეგი დგება პასპორტების წართმევით, შედეგი დგება ამომრჩევლის მოსყიდვით. ამას კი მეგობრებო, არჩევნები არ ჰქვია. ამას ჰქვია ბრწოლა წესების გარეშე. ბრძოლა წესების გარეშე, სადაც წესებს ადგენს ის, ვინც იმარჯვებს, ბრძოლა წესების გარეშე, სადაც იმარჯვებს ის, ვისაც ბევრი ფული აქვს, ასეთი კი მხოლოდ ერთი მხარეა ამ ქვეყანაში.

ამიტომ, თავისთავად ცხადია, მე არასდროს და არც ამ შემთხვევაში არავის არ მოვუწოდებ ძალადობრივი სცენარისკენ, არეულობისკენ და ა.შ. ეს ის ვითარებებია, რომლებმაც შეიძლება დაგვაკარგინოს უკანასკნელი, რაც გვაქვს. ეს არის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ “ქართული ოცნება” მკაფიო ნაბიჯებით მიდის იქითკენ, რომ ეს მიიღოს ქუჩებში და რუსული ტანკი გაგვითენდეს მეორე დღეს…

მაგრამ, ვერც სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ – დასამშვიდებლად ჩვენ საქმე არ გვაქვს. დასამშვიდებელი არ არის ის ფაქტი, რომ დღეს კიდევ ერთხელ და ალბათ საბოლოოდ გამოგვიცხადეს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებით არასდროს არაფერი არ შეიცვლება. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვთქვათ “არასდროს”, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლებას, რომ დადოს შედეგები გაყალბების, მოსყიდვის, პასპორტების წართმევის და ჩაყრის გარეშე…

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ქართველ ერს, გვყავს მძევალი. მძევალი, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. მძევალი, რომლის ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის მძიმე განვითარება დახურავს საქართველოს ისტორიას, იმიტომ რომ მერე მოვლენების შეკავება იქნება ძალიან რთული და ამის მერე უკვე ჩვენ გავიღვიძებთ თბილისში, სადაც იდგებიან რუსული ტანკები. ჩვენ მძევალი უნდა გამოვიხსნათ, ამისთვის უნდა გაქვაფორმებინოთ ამ ხელისუფლებას არჩევნების რეალური შედეგები… – ამბობს ნიკა გვარამია.  

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...