ნიკა მელია: “თბილისსა და სხვა ქალაქებში ოპოზიციის  კოალიციური გუნდი იმარჯვებს”

0
303

“პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს” – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ვაზისუბნის 71-ე საარჩევნო უბანთან ისაუბრა, სადაც ინციდენტი მოხდა. მელიას თქმით, ოპოზიციის დამკვირვებლები უბნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მათ ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი დააფიქსირეს. მელიას თქმით, თბილისსა და სხვა ქალაქებში ოპოზიციის  კოალიციური გუნდი იმარჯვებს.

ძალიან რბილად ჟღერს, დარღვევაა განა ის,როცა უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლის და კომისიის წევრის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი  უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა, იყო ფიზიკური დაპირისპირება და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა. 

აგებენ ამ არჩევნებს, ყველა მსხვილი ქალაქი აქვთ წაგებული. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როცა მან აღიარა, რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, დაახლოებით 40 წუთში მიიღეს ბრძანება მათმა აქტივმა და სადაც შეუძლიათ ჩადიან მსგავს ქმედებებს. ეს კონკრეტული უბანი როცა დაიუხრება, ხო ყველა დავინახავთ,რომ იქნება დისბალანსი და გასაუქმებული იქნება.

ძვირფასო თბილისელებო, თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. არცერთი ოპოზიციონერი ამომრჩეველი რომ აღარ მივიდეს, ამ არჩევნებს კალაძე მაინც წააგებს, მაგრამ ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად, საჭიროე კიდევ უფორ მეტი აქტიურობა. ხალხო, ეს არის ისტორიული დღეს, დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს, პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არამხოლოდ თბილისში“, – ამბობს ნიკა მელია.

ვაზისუბნის 71-ე საარჩევნო უბნიდან  ოპოზიციის წარმომადგენელი გააძევეს. ოპოზიციის დამკვირვებლები ამტკიცებდნენ, რომ ყუთში ბიულეტინები ჩაიყარა.

წინა სტატიადაგვაკავეს, რადგან კარუსელი არ დავუშვით – ანა წითლიძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიარუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში, სადაც მესამე პრეზიდენტი შიმშილობს, სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელი შევიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური