მთავარისიახლეებიპოლიტიკაანზორ მელია: დიდი მადლობა, ჩემო ზუგდიდელებო, მხარდაჭერისა და სიმამაცისთვის, მადლობა ჩემს უძვირფასეს...

ანზორ მელია: დიდი მადლობა, ჩემო ზუგდიდელებო, მხარდაჭერისა და სიმამაცისთვის, მადლობა ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს

Published on

ზუგდიდის მერობის ოპოზიციური კანდიდატი, ანზორ მელია, კონკურენტს სახელისუფლებო პარტიიდან, მამუკა წოწერიას, მიმართავს, რომ მისი მერიც იქნება.

“ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი… კანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები”, – თქვა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე.

ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ამომრჩეველს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დიდი მადლობა, ჩემო ზუგდიდელებო, იმ მხარდაჭერისა და სიმამაცისთვის, რაც დღეს გამოიჩინეთ. მერწმუნეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი მერი. კანდიდატსაც მივმართავ, რომ მისი მერიც ვიქნები და დამთავრდება ის დაპირისპირება, რაც აქამდე იყო. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომლებიც 2 თვის განმავლობაში არ მომშორებიან გვერდიდან და იბრძოდნენ ვაჟკაცურად”– განაცხადა ანზორ მელიამ.  

კანდიდატმა განსაკუთრებული მადლობა პატიომრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გადაუხადა.

მადლობა მინდა, მოვახსენო ჩემს უძვირფასეს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილს, იმ თანადგომისთვის, იმ სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობდი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში. მადლობა ყველას და მერწმუნეთ, მე გავამართლებ თქვენ ნდობას, – ამბობს ანზორ მელია. 

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...