მთავარიUncategorizedმრჩება შთაბეჭდილება, რომ მას კლავენ - მიხეილ სააკაშვილის მამა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას კლავენ – მიხეილ სააკაშვილის მამა

Published on

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის სამართლებრივად კითხვებზე პასუხების გაცემა აუცილებლად მოუწევთ.

პირველი შთაბეჭდილებაა, რომ მას კლავენ. პირდაპირი მნიშვნელობით. ჯერ მეგონა, ვთქვათ, რაღაცა მკაცრი ზომებია, ანგარიშსწორებაა, მაგრამ ახლა უკვე ბოროტების ზღვარს გადასცდნენ და პირდაპირი მიზანია სიკვდილი. მისი გაჩერება აი, იმ ციხის პირობებში, რომელშიც ის იმყოფება და ახდენს შიმშილობას, მე პირდაპირ ვიტყვი, არის მომავალი სამართლიანი სასამართლოს პრეროგატივა. ყველა ესენი მოხვდებიან სასამართლოს ქვეშ. არ შეიძლება ეს ასე გრძელდებოდეს. უკვე 15 დღეა, მე ამას ხმამაღლა ვიძახი, შეტანილია განცხადება ჩემს დაშვებაზე მასთან კამერაში. პასუხი არ არის. დღე მე მოვიკითხე ადვოკატებთან და ასეთი პასუხი მივიღე, სასაცილოა იცით, განხილვის სტადიაშია, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...