მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა - ექსპრეზიდენტის ადვოკატები

ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა – ექსპრეზიდენტის ადვოკატები

Published on

ექსპრეზიდენტის ადვოკატების თქმით, შექმნილი გარემოებები მიუთითებს, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა.

“ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ დაწყებული ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით, გაგრძელებული ასეთი წვრილმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი პრობლემების შექმნით, როგორიც არის კომუნიკაციის უფლების წართმევა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რეალურად ეს გარემოებები უთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა – განაცხადა ადვოკატმა საძაგლიშვილმა.

მოგეხსენებათ,  მიხეილ სააკაშვილი  არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია და შესაბამისად, “ქართული ოცნება” ასრულებდა სწორედ მის დავალებებს.

მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობს ამ სპეცოპერაციაში, დაწყებული პენიტენციური სამსახურის უფროსით ნიკა ცხვარიაშვილით, გაგრძელებული მე-12 დაწესებულების დირექტორის ზურაბ მოდებაძით და ყველა იმ თანამშრომლით, რომელიც ასრულებს უკანონო დავალებებს – თქვენი სახელი და გვარები არსად არ ქრება და ყველა ადამიანს, ვინც სჩადის უკანონობას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ აუცილებლად მოუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ასევე, ეს იქნება შავი ლაქა, რომელსაც მათი შთამომავლობაც ვერ ჩამოირეცხავს თუკი ისინი არ მოეგებიან გონს” –

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...