გიული ალასანია შვილზე: ,, მხნედ და იმედიანად არის განწყობილი”

0
241

დღეს პრეზიდენტი დედამ მოინახულა.  ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი  მხნედ და იმედიანად არის განწყობილი

გიული ალასანიას   თქმით, მას შემდეგ,  რაც ადვოკატებთან კომუნიკაცია შეეზღუდა,  მიხეილ სააკაშვილმა რეანიმობილსა და სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა

,,დღეს მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ შუაში ფანჯარა გვყოფს და უშუალო ურთიერთობა არ გვაქვს. როგორც მივხვდი ადვოკატებსაც ასეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ეს არ შეიძლება, რადგან ადვოკატთან ურთიერთობა უნდა იყოს კონფიდენციალური. ეს როგორ უნდა მოხერხდეს?” –  ამბობს ექს-პრეზიდენტის დედა გიული ალასანია

წინა სტატიაკელი დეგნანი: ყველანი ძალიან შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო
შემდეგი სტატიაევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი – ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს მთავრობას ეკისრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური